пятница, 31 марта 2023 г.

რეაბილიტირებული სკოლა

 პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, ჩვენი სკოლის შერწყმულ სკოლას, რომელიც მდებარეობს სანაპიროს ქუჩაზე, ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

დღეიდან სკოლაში განახლდა სასწავლო პროცესი.
ახლად რეაბილიტირებული სკოლა საზეიმო ვითარებაში გახსნა ქალაქის მერმა დავით ბახტაძემ,სკოლას ესტუმრნენ რესურსცენტრის უფროსი თინათინ ხარძიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და თემის წარმომადგენლები. ვულოცავთ მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალ რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლის განახლებას.





მათემატიკური სასკოლო ჩემპიონატი

 სამტრედიის N2 საჯარო სკოლში 14 თებერვლიდან თითქმის 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამტრედიის N2 საჯარო სკოლში 14 თებერვლიდან თითქმის 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მათემატიკური სასკოლო ჩემპიონატი მათემატიკის მასწავლებელი ვერიკო ჯიჯელავას Veriko Jijelava ხელმძღვანელობით. ჩემპიონატი 4 ლიგაში გაიმართა სამ ტურად. თითოეულ ტურში მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მათემატიკის ამოცანების ამოხსნასა და ბლიც ტურში. დღეს, 27 მარტს კი გაიმართა გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი. სკოლის დირექტორმა თეა კარტოზიამ Tea Kartozia სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა გამარჯვებული მოსწავლეები. ჩემპიონატის ჩატარება მიზნად ისახავდა მათემატიკის საგნის პოპულარიზაციას და მათემატიკის ცოდნის დონის ამაღლებას სკოლაში. ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ქვეყნდებოდა მისამართზე:

www.matchempionat.blogspot.com მათემატიკის მასწავლებელი ვერიკო ჯიჯელავას Veriko Jijelava ხელმძღვანელობით. ჩემპიონატი 4 ლიგაში გაიმართა სამ ტურად. თითოეულ ტურში მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მათემატიკის ამოცანების ამოხსნასა და ბლიც ტურში. დღეს, 27 მარტს კი გაიმართა გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი. სკოლის დირექტორმა თეა კარტოზიამ Tea Kartozia სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა გამარჯვებული მოსწავლეები. ჩემპიონატის ჩატარება მიზნად ისახავდა მათემატიკის საგნის პოპულარიზაციას და მათემატიკის ცოდნის დონის ამაღლებას სკოლაში. ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ქვეყნდებოდა მისამართზე:

пятница, 2 декабря 2022 г.

მკითხველთა კლუბი ჩვენს სკოლაში

 







1.ზოგადი დებულებები  

 მუხლი 1. მკითხველთა კლუბის  სტატუსი  

1.მკითხველთა  კლუბი  (შემდგომში  სსიპ ქალაქ სამტრედიის N2 საჯარო სკოლისის მკითხველთა კლუბი  „ცოდნის მაძიებლები“) არის  სკოლის  ბაზაზე  ჩამოყალიბებული  ორგანიზაციასაერთო ინტერესებისა და  მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება; 

2.მკითხველთა  კლუბის  წევრი  შეიძლება  გახდეს  სკოლის  ნებისმიერი  მოსწავლე, რომელიც  სურვილს  გამოთქვამს  კლუბის  წევრობაზე,  გაეცნობა  წესდებას,  სამოქმედო გეგმას და აქტიურ მონაწილეობას მიიღბს კლუბის საქმიანობაში;  3. კლუბი მუშაობას წარმართავს  ,,ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონით; 

 მუხლი 2.  მიზნები, ფუნქციებისაქმიანობა  კლუბის მიზნებია:  

 წიგნიერების განვითარება; 

         კულტურათაშორისი კომუნიკაციების ძიება; 

         კულტურათა დიალოგის წარმართვა; 

         მოსწავლის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება; 

         მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება; 

         მოსწავლეთა აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება; 

         ზეპირმეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის,       სოციალური კომუნიკაციის უნარების განვითარება; 

         ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემების უნარის განვითარება; 

         ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა-განვითარება; 

კლუბი  გეგმავს  მწერლებთან  შეხვედრების  ორგანიზებას,  ვიზიტს  წიგნის  

საგამოფენო ცენტრებში,  სპექტაკლებზე  დასწრებას,   ახალი ლიტერატურის გაცნობასა და წაკითხული წიგნების განხილვას, დისკუსიებისა და ლიტერატურული კომპოზიციების მოწყობას. 

მკითხველთა კლუბის ამოცანებია:  

         მიიღონ სიამოვნება წიგნის კითხვის დროს;  

         შეიყვარონ წიგნი;  

         სხვადასხვა ტიპის ლიტერატურის (ზღაპრები, მოთხრობები, მითები, ლექსები, საბავშვო ენციკლოპედიები,  პატარა  სტატიები საბავშვო  ჟურნალ-გაზეთებიდან, იუმორისტული,    სათავგადასავლო,   ფანტასტიკური,       მოგზაურობის          ამსახველი მოთხრობები, ლექსები და ა.შ.) გაცნობით ირწმუნონ, რომ კითხვა არის საინტერესო და აუცილებელი;  

         შეიძინონ აქტიური მსმენელების უნარ-ჩვევები

         ამოიცნონ ნახატებიდან შინაარსი; 

         გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი;  

         გაიგონ, გაიაზრონ, გაანალიზონ მოსმენილი მასალა;  

         იკითხონ სიამოვნებით, კარგად გაიგონ წაკითხულის შინაარსი;  

         გაიგონ სიტყვების მნიშვნელობა სხვადასხვა კონტექსტში;  

         აღიქვან და გაიგონ ტექსტი მთლიანად;  

         იაზროვნონ კრიტიკულად და თავისუფლად დასვან კითხვები;  

         გამოხატონ  საკუთარი  ემოციები  და  განწყობა  ნაწარმოებთან  და  გმირებთან დაკავშირებით;  

         თავისუფლად გაიგონ, გაიაზრონ და გაანალიზონ ნებისმიერი ტექსტი;  

         გაიგონ ტექსტის მთავარი იდეა, ძირითადი აზრი;  

         აღიქვან ნაწარმოების ან პერსონაჟის განწყობა;  

         გამოიტანონ დასკვნა საკუთარი ცოდნისა და ტექსტში მოცემული ფაქტების დაკავშირების საფუძველზე;  

         ლოგიკურად  ჩამოაყალიბონ          და       საკუთარი      აზრი  გამოთქვან  წაკითხულთან დაკავშირებით;  

         გაიაზრონ  ტექსტი  კრიტიკულად  და  გამოხატონ  საკუთარი  ემოციები  და  განწყობა ნაწარმოებთან დაკავშირებით;  

კლუბის საბჭოს შემადგენლობა:  

კლუბის საბჭო შედგება შემდეგი წევრებისგან:   

         კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლები,    

         დამხმარე მშობელთა ჯგუფის წარმომადგენელი.  

კლუბის  საბჭო  ამტიკიცებს  კლუბის  დებულებას,  სამუშაო  გეგმას  და  ვალდებულია  დირექტორის წინაშე და წლიურ ანგარიშს წარადგენს პედსაბჭოს სხდომაზე.  

კლუბის ხელმძღვანელები  არის სკოლის პედაგოგები, 2023 წლის 15 ივნისის ჩათვლით  ხელმძღვანელობს კლუბს, ერთვება მის საქმიანობაში, სხვადასხვა ეტაპზე.  

დამხმარე მშობელთა ჯგუფი  ერთი წლის განმავლობაში, საჭიროებისამებრ, ჯგუფი  ეხმარება ლიდერ მოსწავლესა და კლუბის ხელძღვანელს  საკლუბო მუშაობის წარმართვაში.  ლიდერი მოსწავლის ფუნქციები:  

ა) აკონტროლებს კლუბის საქმიანობას;  

ბ) კლუბის ხელმძღვანელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს კლუბის წევრებთან;

გ)  კლუბის  ხელმძღვანელ  მასწავლებელთან   ერთად  ორგანიზებას  უწევს   საკლუბო მუშაობის  საქმიანობის  ამსახველი  ფოტო–ვიდეო  და  ბეჭდური   მასალების  სოციალურ ქსელში განთავსებას,   

დ) საჭირო ინფორმაციებს აწვდის კლუბის წევრებს.  

შპს ქართულ-ინგლისური სკოლა „ბრიტანიკა“

კლუბის ხელმძღვანელების ფუნქციები:  წლის განმავლობაში წარმართავს საკლუბო მუშაობას.  

საკლუბო  მუშაობის  დაწყებამდე  სკოლის  ვებგვერდზე/სოციალურ  ქსელში  სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსებს:  

                  კლუბის სახელწოდებას და შესაბამისი ატრიბუტიკას;  

                  კლუბის სამუშაო გეგმა;  

                  განაცხადის ფორმას კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის.  

საკლუბო მუშაობის პერიოდში:  

სკოლის  ვებ–გვერდზე  ან  სოციალურ  ქსელში  სკოლის  გვერდზე,  ან  პერსონალურ გვერდზე,  ეტაპობრივად  ატვირთავს  საკლუბო  აქტივობების  ამსახველ  ფოტო  ან ვიდეომასალას.