სკოლის ისტორა


ქ სამტრედია მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, იქ სადაც ქუთაისიდან მომავალ გზატკეცილს უერთდება გურიისა და სამეგრელოს მთავარი გზები. ის მთლიანად ვაკეზეა გაშენებული.
ეს ადგილი მოხსენიებულია ძველ ისტორიულ წყაროებშიც XVIII საუკუნის II ნახევრიდან, როგორც სოფელი სამტრედია.
რკინიგზის მშენებლობამ საქართველოში უდიდესი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე.
1861 წლის აგვისტოში მეფისნაცვალმა ბარიატინსკიმ მოხსენება წარუდგინა იმპერატორს შავი და კასპის ზღვების რკინიგზის ხაზით შეერთების აუცილებლობაზე. იმპერატორმა მოიწონა ეს წინადადება.
სამუშაოს წარმოება მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო და საქმის გასაძღოლად შექმნა ფოთი-თბილისის რკინიგზის სამუშაოს განსაკუთრებული სამართველო. მიწის სამუშაოების უფროსად დაინიშნა გრაფი ლევაშოვი. ხიდების მშენებლობა დაევალა ინგლისრლ ინჟინერ ბელს. 1871 წელს 14 აგვისტოს გაიხსნა ფოთი-თბილისის I უბანი. 1872 წლის აგვისტოში კი II უბანი და ამოქმედდა მთელი ხაზი, ფოთი-თბილისი. ამ პერიოდიდან სამტრედია მოხსენიებულია როგორც დაბა.
წარმოიშვა ახალი სამრეწველო პუნქტები, სამტრედია, ზესტაფონი... რომლითაც მოსახლეობა დასაქმდა.
1892 წელს გაზეთი ივერია წერდა, რომ 20-25 წლის წინათ ეს ადგილი, გაუვალი ტყე იყო. ახლომახლო ხალხი დღევანდელზე ღარიბი იყო. და ვინც იყო ისინიც სულით ჰავის გამო ციევ-ცხელებით იხოცებოდნენ. რაიონის ჭალა შავ ზღვამდე ჭაობიან ტყეს წარმოადგენდა, ცუდი ჰავის გამო ყველა ერიდებადა ამ ადგილში დასახლებას. რკინიგზამ კი ხელი შეუწყო ახალი სამუშაოების გაჩაღებაი. ჭაობები დააშრეს, ტყე გამინდვრეს, ჰავა გაუმჯობესდა.
სამტრედიის დაბა ქალაქად გარდაქმნა დასრულდა 1999 წელს. როცა განსაკუთრებით გაიზარდა მრეწველობა. მაგალითად ჭეიშვილებისა და გელაზონიას აგურის ქარხანა. პაპავასა და ახობაძის ლიმონათის ქარხანა, მოსე სტურუას სახერხი ქარხანა,
I მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა დგებუაძის კონსერვებისა და ხეხილის საშრობი მანქანა. ასათიანის საქსოვი მანქანა...
1921 წელს სამტრედია დამტკიცდა რაიონის ქალაქად.
სამტრედიის მოსახლეობა. 1873 წელს სამტრედიაში 81 ოჯახია, 435 სულით. 1893 წელს კი 370კომლი გახდა. 1919 წლის ბოლოსთვის კი 12000 კაცი.
ამჟამად სამტრედიაში 36820 მოსახლეა. ის 40,76 კვადრატული მილომეტრზეა გაშენებული. სატელეფონო კოდია (995)211.
სამტრედიის ღირსეული შვილები იყვნენ: დიდი ნიკო ნიკოლაძე, აკაკი შანიძე, ეროსი მანჯგალაძე, გურამ სიხარულიძე, ანდრია რაზმაძე, ალექსანდრე შანიძე, ბათუ კრავეიშვილი, აკაკი კვანტალიანი, ვახტანგ ნინუა, ვახტანგ ბალავაძე, არკადი გეგეშიძე, ალექსანდრე ჯანელიძე, ნიკოლოზ კანდელაკი...
ტერიტორია, რომელსაც ამჟამად სამტრედიის რაიონი მოიცავს ადრე კოლხეთის, ეგრისის, ხოლო შემდეგ ეგრის-აფხაზეთის სამეფოსა და საქართველოს გაერთიანებულ სახელმწიფოში ერთიანდებოდა. სამტრედიის რაიონის ძირითადი ნაწილი კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს ხოლო მცირე ნაწილი საჯავახოს ზეგანზეა შეფენილი.


სამტრედიის №2 საჯარო სკოლა მდებარეობს ქალაქ სამტრედიაში, ნიკოლაძის ქუჩა №54 T 8 211 2 13 22სამტრედიის №2 სკოლა დაარსდა 1971წლის 15 თებერვალს.

დაარსების დღიდან 1988 წლამდე მისი დირექტორი იყო გრიგოლ (გრიშა) კოპალეიშვილი.1988 წლიდან 2007 წლამდე სკოლის დირექტორი იყო ირინე ჩიჯავაძე.

2008 წლის 26 ნოემბერს სკოლის დირექტორად არჩეული იქნა თეა კარტოზია. ამჟამად სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეა დარეჯან კინწურაშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობს 1988 წლიდან.

ამჟამად სკოლაში მუშაობს 72 თანამშრომელი, სწავლობს 537 მოსწავლე.

სკოლას აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები, სპორტული დარბაზი და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორია.

სკოლაში მუშაობს გამოცდილი და მაღალი პროფესიონალიზმით აღჭურვილი პედაგოგიური კოლექტივი.

სკოლის პრიორიტეტებია

  • სწავლასა და ცოდნაზე ორინეტირებული უსაფრთხო გარემო
  • მოსწავლეებში ნიჭისა და შემოქმედებითობის ხელის შეწყობა და განვითარება
  • მოსწავლეების პატრიოტ და ღირსეულ მოქალაქეებად სწავლა ჩამოყალიბება
  • გლობალიზაციის პროცესში ღირსეული და აქტიური ინტეგრირებისთვის შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლება და საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
სკოლის გარემო

სკოლას ემსახურება დაცვისა და მანდატურთა სამსახური.

შენობის სამ სართულზე განლაგებულაი დიდი და ნათელი საკლასო ოთახები.

კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა 20-25 მოსწავლითაა განსაზღვრული.

კლასები არ არის დაკომპლექტებული მოსწავლეთა სიძლიერის, შესაძლებლობების პრინციპით. სხვადასხვა ნიჭისა და ცოდნის ახალგაზრდები ერთმანეთს გაკვეთილზე ავსებენ, ეხმარებიან ახალი გამოცდილების შეძენაში.

სკოლას აქვს ბიბლიოთეკა,  ფიზიკის  და ბიოლოგიის კლას-კაბინეტები.

სკოლაში მოქმედებს  მუსიკალური სტუდია, ქართული ხალხური  წრეები. უცხო ენების (ინგლისური, რუსული) შესწავლა პირველი კლასიდან.

სკოლა აქტიურადაა ჩაბმული სახელმწიფო და საქალაქო ოლიმპიადებში, კონკურსებსა და სპორტულ შეჯიბრებში, სადაც მოსწავლეებს უამრავი წარმატება და ჯილდო აქვთ მოპოვებული.

სკოლა ცხოვრობს აქტიური შემოქმედებიტი პროცესით, რასაც ადასტურებს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მიერ შექმნილი უამრავი პროექტი, ასევე მაღალ დონეზე მოწყობილიშემოქმედებითი და ლიტერატურული საღამოები, შემეცნებითი კონფერენციები, ექსკურსიები.

სკოლაში სწავლება ერთცვლიანია. სწავლებაში მოიაზრება არა ერთი კონკრეტული გზის გავლა ,არამედ მასწავლებლის და მსოწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიება.

ჩვენს სკოლაში მთავარია არა მხოლოდ ცოდნის ოდენობა, არამედ ხარისხი.



Комментариев нет:

Отправить комментарий