მოსწავლეთა წარმატებები

2009 წლის 25 დეკემბერს სამტრედიის რაიონის ,,რა, სად, როდის" ზამთრის სუპერფინალში გაიმარჯვა სამტრედიის #2 სკოლის ინტელექტუალთა გუნდმა ,,ვიქტორია" გუნდის კაპიტანი თორნიკე ართქმელაძე. გუნდის წევრები ნინო ჯანელიძე, თათია ჯინჭარაძე, ქეთი ნადირაძე, ეთუნა კაცაძე,გუნდის ხელმძღვანელი მასწავლებელი მზია კირთაძე.
ვულოცავთ ჩვენს გუნდს გამარჯვებას და იმედი გვაქვს კვლავ ბევრ წარმატებას მიაღწევს.


2010 წლის 4 ივნისს 14 საათზე სკოლაში დიდი ზეიმი იყო: სკოლას სტუმრად ჰყავდა თავისი გამორჩეული კურსდამთავრებული ცნობილი მწერალი და გამომცემელი ბონდო მაცაბერიძე. მოეწყო წარმოდგენები, ითქვა არაერთი თბილი სიტყვა მისი მისამართით, ხოლო სტუმრებმა აღნიშნეს მასპინძელი ბავშვების, განსაკუთრებით წამყვანების ნათია და ზაზა ქუთათელაძეების სამსახიობო ნიჭი. შემდეგ კი სტუმრებმა და მწერალმა ბავშვებსა და სკოლას სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.


1 комментарий: