понедельник, 14 июня 2021 г.
მე-10 სეზონის პროექტ ,,წიგნების თაროს'' გამარჯვებული გუნდია სამტრედიის N2 საჯარო სკოლა
წიგნების თაროს მე-10 სასკოლო სეზონის ფინალი ჩვენი სკოლის გამარჯვებით დასრულდა.ჩვენ მოვიგეთ და 

კემბრიჯის საზაფხულო სკოლის საგზურიც მოვიპოვეთ.ჩვენი ნიჭიერი მოსწავლეები გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში, ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე


ვულოცავთ სამტრედიას. ჩვენ გვჯერა, რომ ამ სიხარულს თითოეული თქვენგანი გაიზიარებს. ჩვენმა ახალგაზრდებმა თემო გერაძე , საბა ართქმელაძე, თამთა კეკელიძე შეძლეს და დაამარცხეს უძლიერესი კონკურენტი- ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა.
თქვენ შექმენით სკოლის მატიანე, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ის მომავალი, რომლებიც ღირსეულ კვალს ტოვებენ.გვეამაყებით!
2021 წელი
среда, 11 декабря 2019 г.
вторник, 10 декабря 2019 г.
суббота, 24 августа 2019 г.
კვლევა: საჭიროა თუ არა სკოლაში ფორმით სიარული?
ჩვენს სკოლაშიც, ისევე როგორც
მთლიანად ქვეყანაში, ზოგი წინააღმდეგია, ხოლო
ზოგი კატეგორიულად ითხოვს სასკოლო ფორმას. სკოლაში მასწავლებლებთან საუბრისას, ასევე
მშობლებთან საუბრისას იკვეთება აზრი, რომ სასურველია მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის
დაწესება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათი გარკვეული ნაწილი სრულიად საწინააღმდეგო
აზრს ამტკიცებს.
რაც შეეხება სახელმწიფოს, ამ საკითხშიც სკოლას
ანიჭებს ავტონომიას და აძლევს უფლებას თავად გადაწყვიტოს სკოლის საჭიროება. ამიტომ
ჩვენი კვლევის წარმოება განაპირობა პრობლემის გადაჭრიას აუცულებლობამ: საჭიროა თუ არა
ჩვენს სკოლაში მოსწავლეთა ფორმით სიარული?
Подписаться на:
Сообщения (Atom)







